Saturday, May 21, 2011

ქვითხურობა ლეჩხუმში

ქვითხურობა ხელოსნობის განვითარებული დარგი ყოფილა საქართველოში. ამ მიზნით მეტად საინტერესოა ლეჩხუმური მასალა. ლეჩხუმში ქვითხურობის ერთ-ერთი დაწინაურებული  დარგი ყოფილა ბუხრების მშენებლობა. ის წარმოადგენდა როგორც სახლის გათბობის ერთ-ერთ საშუალებას ასევე მის სამკაულსაც. ბუხრების მშენებლობას ლეჩხიმში პროფესიული ხასიათი ჰქონდა მიცემული. საუკეთესო მებუხრეები საუკეთესო ხელოსნებად ითვლებოდნენ. ბუხრის აშენება  ქვითხუროთა უმრავლესობას შეეძლო, მაგრამ თუ მოსახლეს შესაძლებლობა და სურვილი ჰქონდა ”გამოსაჩენი” ბუხარი გაემართა, ამისათვის უბრალო კალატოზს კი არ ეძახდა არამედ ისეთ მებუხრეს მოიძვევდა რომელსაც სახელი გქონდ აგაცედნილი მთელს ლეჩხუმში. საბუხრე ქვის სწორად შერჩევას დიდი მნიშველობა ენიჭებოდა. ნებისმიერი კლდიდან მოჭრილი ქვა ბუხრისთვის არ გამოდგება, ხმარებაში გამომდგარ ქვის საბადოერს მებუხრეები მამა-პაპათაგან იცნობდნენ. ბუხრის ის ადგილები, სადაც ცეცხლო ენთება შავი ან ლურჯი ქვით კეთდებაამ ქვის ღირსება მის ცეცხლგამძლეობაშია. ბუხარს აქვს სასანთლე=ბუხრის თავი. სასანთლის ზემოთ იჭყებე ბუხრის ყელი, რომელიც ნაშენის სუფთად გათლილი კვადრეტული ქვებისგან. ბუხრის დამამთავრებელ დეტალს მისი ქუდი ანუ კალამი წარმოადგენს.ბუხარი კერის პირმშოა და რადგან კერა ოდოთგავნე ოჯახის გამაერთიანებელი ცენტრი იყო და მარადიული სიცოცხლის სიმბოლოს წარმოადგენდა, ამიტომ ამკობდნენ მას სხვადასხვა ორნამენტებით, ღვთაებების გამოსახულებითა და სიმბოლური ნიშნებით. ძველებური ტიპის საცხოვრებლის მოშლამ გამოიწვია სახლის ახალი ტიპის წარმოქმნა, რის ნიადაგზეც მოხდა კერის ცენტრიდან გადანაცვლება კედელში. ბუხარზე გვხვდება ორნამენტები, მათ ამოსაყვანად არსებობს სხვადასხვა სახის სატეხები და ჩაქუჩები. უმეტესობა სახეებისა ქაღალდიდან გადააქვთ ქვაზე, თუმცა ძალზე დახელოვნებულ ხელოსანს  შეუძლია პირდაპირ ამოაჩუქურთმოს. ბუხრის მოჩიქურთმებაში მთავარ როლს ასრულებს ხის მიტივი. საქართველოში გავრცელებული ბუხრების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ბუხარი შესაძლოა ერტხელ დადგენილი წესისამებრ განსაზღვრულ კედელთან შენდებოდა მაგრამ დროთა განმავლობაში ამ წესამ დაკარგა თავისი დანიშნულება და გვევლინება იქ, სადაც უფრო მოსახერხებელია 

No comments:

Post a Comment