Saturday, May 21, 2011

წყლის კულტის გადმონაშთები ლეჩხუმში

 წჱლის კულტის გადმონაშთები უძველესი დროიდან მომდინარეობს. წყლის კულტთან დაკავშირებულ ლეჩხუმურ მონაცემებში პირველ რიგში წმინდა გიორგისა და გველეშაპის ურთიერთდამოკიდებულება უნდა გავიხსენოთ. საუბარია ლეგენდაზე ხვამლის ტყის შესახენ. ხვამლში ვეებერთელა წყარო გადმოქჰუხს. წინათ ამბობდნენ, რომ ხვამლის კლდეში გველეშაპი ბინადრობს, იგი უკვდავია და სოფელს წყაკს არ აძლევს. მთელ ლეჩხუში გავრცელებული გადმოცემის თანახმად გველეშაპის მკვლელებად ძმები მონადირეები, ჟივჟივა და ვაჟინა გვევლინებიან. ერთ დღეს სწორედ ეს ძმები წასულან მის მისაკლავად და მშვილდისნით გაოგმირავთ საშინელი მხეცი და აუკუწავთ. ლეჩხუმში აღინიშნება ერთი დღე შავი ორშაბათი. ამ დღეს იხსენიებდნენ ამ მონადირე ძმებს. ამ დღეს დილიადნ არაფერს ჭამდნე, ხოლო საღამოს მთელი ოჯახი მაგიდასთან იყრიდა თავს, სადაც ღვინოში დაცვბელებულ კვერს მიირთმევდნენ და შენდობას ეუბნებიდნენ ჟივჟიასა და მის ძმა ვაჟინას. დიდი გვალვის დროს ლეჩხუმში წვიმის გამოწვევის მიზნით, მიღებული იყო ხატის განბანა მდინარეში. ძველად სჯეროდათ, რომ როდესაც მისი ნაბანი ზღვას მიაღწევდა წვიმა გარდაუვალი იყო

No comments:

Post a Comment