Monday, May 30, 2011

ხალხური ჩვეულებანი

გართობას ახალგახრდობა ხევსურეთში მოკლებულია, რადგან იქ ქალ-ვაჟების ერთად ყოფნა და მოლხება საძრახისია. ხატში, ქორწილში ად სხვა გასართობ ადგილებში ქალ-ვაჟბი ერთად არ იყრებიან, ისინი განცალკევებით დგებიან. ახლა კი გესაუბრებით ხევსურეთში გავრცელებულ რამდენიმე წეს-ჩვეულებაზე. ასეთია მაგალითად სარძლოს აკვანში დანიშვნის წესი ხევსურწეთში. როცა მშლობლებს აკვნის ბავშვის დანიშვბა სურთ, მაშინ ქალის მთხოვნელი ქალისას აგზავნის ქალია ბიძას, რომელსაც სანიშნოდ მიაქვს ვერცხლის ფული ე.წ. ძეწკვი. ამ ნიშანს ასრძლოს აკვანზე ჩამოკიდებან, იყო შემთხვევებიც, როდესაც ვაჟის მშობლები მიდიოდნენ სანიშნოდ. ქალის ოჯახში იშლებოდა სუფრა და ყველანი ახლად დანიშნულების ბედობაზე დაილოცებოგნენ. ამის შემდეგ ისისნი დანიშნულაბად ითვლებოდნენ და ამ პორობის დარღვევა არ შეიძლებოდა. აკვანში დანიშვნა ხევსურეთში დღეს იშვიათად ხდება. ასევე ხევსურეთში გავრცელებული იყო ჯვრით დალიშვნა. ჯვრით დალიშვნა იციან ღამისთევაში, როდესაც ხატისაგან დამიზეზებული რომელიმე ოჯახი მკითხავის რჩევით ხატიონს დაიწვევდა. ღამისთევაში ხატის დროშას საკლავს დაუკლავდნენ, ლუდს აუდუღებდნენ და მშობლებს დაიწვევდნენ. ღამის მთეველები ლხინობდნენ. ამ ლხინში თუ ხელოსანს რომელიმე ქალი მოეწონებოდა  იეღებდა ფულს და სახუცო კოჭობაში (თასში) ჩაყრიდა ძმისთვის ან შვილისთვის და იტყოდა: ”აი, ხალხნო, ეგ ქალი მე დავლიშნეო”  და იქვე ხატის ჯვრით ქალს დაამწყალობებდა. ამის შემდეგ ქალსა და მის ჯალაბს, რაც უნდა ცუდი ყოფილიყო სა სიძო უარის თქმა არ შეეძლო ჯვრის შიშით, რადგანაც ხალხის რწმენით ასეთი პატარძალი სხვა ქმარტან ვერ გაიხარებდა, ჯვარი მას გაუქყრებოდა და მოკლავდა. დღეს ”ჯვრით დალიშვნა” ხევსურეთში ძალიან იშვიათია. რაც შეეხება გათხივილი ქალის მოტაცებას. ამგვარი რამ რჯულით აკრძალულია და დამნაშავე სიკვდილით ისჯება.

No comments:

Post a Comment