Saturday, May 21, 2011

მესაქონლეობასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგებები სამეგრელოში

მესაქონლეობასთან დაკავშირებილი რწმენა-წარმოდგენები სამეგრელოში არქაულ ხასიათს ატარებს და მასში ისეთი რწმენებიც აისახებ, ბევრად სცილდება მეუტნეობის აღნიშნულ დარგს.მეცხოველეობა სამეგრელოში უძველესი დარგი იყო და ოდითგანვე გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. საქონლის გამრავლება-მფარველობას შესთხოვდნენ მიქელგაბრიელ მთავარანგელოზს. ოირშაბათი იყო სამეგრელოსა და სვანეთი მიქელ-გაბრიელის ლიცვის დღე. მაკალათია წერს ერთ-რტ რიტუალზე, რომელსაც სამეგრელოში დიდ მარხვაში ასრულებდნენ. დღე ორშაბათი უნდა ყოფილიყო. დილასვე შეუდგებოდნენ სახლისა და კარ-მიდამოს სასუფთავებას. ოჯახის დიასახლისი ხელ-პირს დაიბანდა სა სახლის სხვენზე ავიდოდა, სადაც იდგა ქვევრი,რომელშიც იმ დღისთვის შენახული იყო პურის ფქვილი, ლობიო,ხახვი და სხვა სამარხვო საწმელები. დიასახლისი ქვევრს სამჯერ შემოაბრუნებდა მარჯვნივ და ღმერჱს შეავედრებდა ცოჯახის გამრავლრბასა და კარაგდ ყოფნას.შემდეგ სანოვაგეს ამოალაგებდა და შეუდგებოდა კვერების გამოცხობას. საღამო ჟამს ამ კვერებს ჩაალაგებდნენ კალათაში და კერასთან მისდგამდნენ. გამოჩნდებოდა თუ არ ახალი მთვარე და ვარსკვლავები, ოჯახის წევრები გარეთ გადიოდნენ, დიასახლისი კი სახლში რჩებოდა  კალათს ხელით შემოაბრუნებდა და ილლოცებიად რომ მთვარეს მისი ოჯახი დაეცვა და უბედურება აეცილებინა. ლოცვის დასასრულს დიასახლისი კარს აღებდა და ოჯახის წევრებს ეძახდა. თითოეულ მათგანს ხელში ეჭირა ბალახიანი ბელტი და სახლში შედგამად თუ არა ფეხს ის ბელტს იატაკზე აგდებდა და იტყოდა ამ ბელტის ბალახის რაოდენობით გაამრავლე ამ ოჯახში ადამიანი და საქონელიო. აქ ნათლად ჩანს მთვარის ღვთაების თვისებები: ოჯახია გამრავლება და უბედურებისგან დაცვა ასევე საქონლის გამრავლებაც. მთვარეის კულტთნ ერთად სამეგ რელოში ვარსკვლავების კულთსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ირმის ნახტომს მეცხვარის გზა ეწოდებოდა რომელიც თითქმის ზღვიდან მთისკენ მიემართებოდა და მთიდან ზღვისკენ. თედო სახოკია წერსრომ ცაზე თითოეული ვარსკვლავი ადამიაბის დაბადევასთან ერთად ცას ეკრობა და  ადამიანის სიკვდილთან ერთად ცარსკვლავი ვარდება. სამეგრელოში მიაჩნდათ, რომ ვარსკვლავების აღრიცხვა არ შეიძლებოდა. ვინც ამ თაბუს დაარღვევდა წკუაზე იშლებოდა და ორივე ხელი მეჭეჭებით ეფარებოდა. ვარსკვლავთა ძლიერი კულთის გადმონაშთები საქართველოს სხვა კუტხეებშიც იჩენს თავს. მაგ:ხევსურეთში გავრცელებული რწმენით გიორგობის თვეში ცდილობდნენ მაკე ცხენისთვის სისხამ დილით მიეცათ საჭმელი.აქ გაცვრცელებული რწმენით ჩამავალი ვარსკვლავები წივილს იჭყებდნენ და როცა მათი ხმა ცხენს ესმის ის ცხენს უდროოდ აჩენს, ამიტომ მიაჩბდათ,რომ ჭამის პროცესში ცხენი ვეღარ გაიგონებდა მათ წივილს.
 

No comments:

Post a Comment