Monday, May 30, 2011

ხევსურული ქორწილი

როცა სარძლოს მოყვანის დრო მოახლოვდებ, სანეფოს ოჯახიდან დასაკითხავად გზავბიან ორ ”ენა-პირიან” კაცს. მათ მოჰყავთ სამი ცხვარი. ერთი ღვთისათვის უნდა დაიკლას, მეორე სოფლის ან თემის ხატში დაიკვლის, მესამე საკლავით პატარძლის მამამ ხელ-მხარი უნდა გაინათლოს. საკლავს ხუცი დაკლავს, ქალის მამა ხელებს სისხლს შეუშვერს და გაიბანს. შემდეგ მას ხუცი სისხლს ჯვრულად შუბლხე და მხრებზე წასცხებს. ამს ხელ-მხრის განათვლა ეწოდება. თუ სოფელში ერთი წლის მკვდარია და მისი ტავავარიც გაშლილია, ნეფემ ჯვრის დაწერამდე ტალავრზე ფარჩა და ერთი ბოთლი არაყი უნდა მიიტანოს, ამას ტალავრის პატივი ეწიდება. მეორე დღეს დაიწყება პატარძლის  წამოყვანის სამზაიდსი. გამოაცხობენ ორ ქადას და გამოგზავნილი კაცები და ქალის მყოლები ნეფის სოფლისკენ გაემგზავრებიან. წინ ნეფის კაცები მიდინ და ქალის მყოლები, უკან კი პატარძალი ფეხით მიჰყვება ორი ქალის თანხლებით. გამომშვიდობებისას ერთ ქადას გაჭრიან ყველას ჩამოურიგებენ და პატარძალს დალოცავენ. მეორე ქადას კი ქალის მყოლნი გაჭრიან ნეფის სოფელში შესვლისას და იქც ნეფე-პატარძალს დალოცავენ. კარებთან პატარძალს მანდილს უშლიან და კერის გარშემო სამჯერ შემოატარებენ. მოიტანენ ფქვილს და პატარძალს თავზე გადააყრიან ”აგრე თეთრადაც აყვავდები!” მეზობლის სახლში გადამალულ ნეფეს  გამოითხოვენ, მას დასვემენ ბეფიუნთ ტაბკასთან და როცა ყველა შეგროვდება ხუცი მათ დალოცავს და ტაბლასაც აკურთხებს. ბოლოს ხუცი იტყვის ჯვრის წერის დიდებას, რომელსაც შემდეგი სიტყვებით ასრულებს: ”ბედიანიმც იქნებით, დავლათიანიმც იქნებითო!” როგორც წესი ხევსურული ქორწილი სამ დღეს გრძელდება, ამის შემდეგ კი სტუმრები იშლებიან.

No comments:

Post a Comment