Monday, May 30, 2011

საკულტო ადგილ-სამლოცველოები და მათთან დაკავშირებული რალიები ხევსურეთში

სარწმუნოებით ხევსურები ქრისტიანებად ითვლებიან. მაგრამ ქრისტიანულ მოძღვრებას აქ ფეხი ვერ მოუკიდებია და ხევსურები დღესაც ასრულებენ წარმართულ წესებს. მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის თვითმპყრობელობამ განიზრახა ხევსურეთში ქრისტიანობის აღდგენა და ამ მიზნით იქ დაიწზეს ეკლესიების შენება და მღვდლების განწესება. ხევსურებს სწამთმრავალი ხატ-ანგელოზის. ისინი ყოველგვარ უბედურებას მიაწერენ ავსულებს და მაცილ-ეშმაკებს, რომლებიც მათი რწმენით ადამინსა და საქონელს მტრობენ, ავად ხდიან და ბოლოს სიცოცხლესაც  ასალმებენ. მაცილ-ეშმაკებისაგან თავდაცვა ხევსურებს კოპალასთვის აქვთ მინდობილი. მათი აზრით კოპალა არის გმირი მებრძოლი, რომელიც ბოროტ სულებს ებრძვის. ხევსურეთში ხახმატის ჯვარი ითვლება საქონლის მაფარველ ღვთაებად. ხევსურების თქმიტ ხახმატის ჯვარი საქონელს იცავს ქურდისა და მავნე ნადირისგან. გარდა ამისა ხახმატის ჯვარს ქალების მფარველადაც მიიჩნევენ. როცა ქალი გაგიჟდებამას ხახმატში ალოცებენ და შველას შესთხოვენ.
 ფუძის ანგელოზი არის ოჯახის მფარველი ღვთაება. მას ევედრებიან ოჯახის კარგადა ყოფრნასა და საქონლის უჭირველობას.
ხევსურეთის მოსახლეობის შეგნებული ნაწილი გრძნობს ხეცების მავნებლობას, მაგრამ ბევრი მათგანი ჯერ კიდევ შებოჭილია თემური ადათებით და ისინი ვერ ბედავენ მათ წინააღმდეგ აშკარა ბრძოლას.

No comments:

Post a Comment