Saturday, May 21, 2011

ხალხური აღზრდის წეს-ჩვეულებანი სამეგრელოში

სამეგრელოში გავრველებული იყო აღზრდის სხვადასხვა წეს-ჩვეულებანი. დიდი მნიშვნელობა ენიჭებიდ აიმ ფაქტს, რომ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე შეჩვეოდა გამბედაობასა და ამტანობას. პატარა ბავშვებს თვით სასთიკ ზამთარშიც კი ფეხთ არ აცმევდნენ და თოვლში სიარულს აჩვევდნენ. ამას იმითომ აკეთებდნენ, რომ მარდები ამთანები და გამნედავები ყოფილიყვნენ და გასაჭირის ატანა შეძლებოდათ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დაძიძავებისას, მიუხედავად იმისა რომ გლეხის ოჯახში მოჰყავდათ სხვადასხვა წრის ბავშვები,ყველა ერთნაირ აღზრდას და წვრთნას ღებულობდა, შინ დაბრუნებულებს აღზრდის გაგრძელება უკვე სხვა გარემოში უხდებოდათ. ამრიგად, სოციალური დანსხვავებულობა თავს იჩენდა ხოლმე დღეობაში გამართული შეჯიბრებების დროს. მაგ: თუ მარულაში გამარჯვებულ გლეხის ბიჭს უპურატესობის მიუხედავად აჯილდოვებდნენ ყაბალახით ან სხვა რაიმე ნივთით, თავადსა და აზნაურს ჯილდოდ აძლევდნენ მეგრელი კაცისთვის ყველაზე ძვირფას საჩუქარს ცხენს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვის წვრთა იწყებოდა პატარაობიდანვე და ყველა ის თამაში,რითაც ერთობოდნენ მეგრელი ბავშვები შეიცავენ ამა თუ იმ განსავითარებლად საწვრთნელ ელემენტებს. მამები თავიანთ ვაჟებს პატარაობიდანვე წვრთნიდნენ ცხენოსნობაში, ასწავლიდნენ ცხენის მოვლას. ბავშვები უკვე 5-6 წლის ასაკში დამოუკიდებლად ისხდნენ ცხენებზე. სამეგრელოში გოგონებს დედები ასწაცლიდნენ ხელსაქმეს და ოჯახის მოვლა-პატრონობას. ჯერ თვითონ უკეთებდნენ ყველაზე ძვიეფას სათამაშოს-დედოფალას სა შემდეგ6-7 წლის ასაკში ისინი თვითონ იკითებდნენ მას. დედოფალას ნაჭრებისაგან აკეთებდნენ. სახის ნაკვთებს შავი ფანქრით უხატავდნენ, თმად იყენებდნენ სიმინდის წვერს, აცმევდნენ სამოსს.სამეგრელოში გავრცელებული იყო მოძრავი დედოფალაც, რომელიც მოძრაობაში მოდიოდა წელზე ან კისერზე შებმული ძობარის მოწევით. იყო შემთხვევებიც, როდესაც დედოფალებს სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ. მაგ: მაგიური წეს-ჩვეულების შესრულებისას. ვინც ავი თვალისგან მონუსხული იყო არც არაფერი შველოდა, შემლოცველი დედაკაცი აცადმყოფის სამოსის ნაჭრებისაგან კერვდა დედოფალას, რომელსაც შემდეგ ტყეში ჩუმად დაფლავდნენ. გარდა ამისა, დედოფალას გვალვის დროს წვიმის მოსაყვანადაც იყენებდნენ. დედოფალა ქალებსა და ბავშვებს მდინარეზე მიჰქონდათ და წყალში აგდებდნენ. ბავშვები აქთიურად მონაწილეობდნენ დღეობებში. ერთ-რტი მათდანია ოთხაშური, რომელიც ითვლებოდა ფუძის სალოცავად ად დიდმარხვაში სრულდებოდა. ამ დროს დიასახლისი აცხობდა თხუნელისა და ქორის გამოსახულების კვერებს. ქორის გამოსახულების კვერს უმცროს ვაჟს მისცემდნენ, რომელიც შემოერბენდა სახლს  და ღმერთს ოჯახის დალოცვას შესთხოვდა. თხუნელის გამოსახულების კვერს კი გოგოს მისცემდნენ, რომელიც შემოურბენდა ეზოს და ისიც ლოცულობდა.

No comments:

Post a Comment