Monday, May 30, 2011

ხევსერეთი ჯოფის დამახასიათებელი რეალიები

ხევსურეთის მოსახლეობა მოქცეულია ვიწრო და ძნელად მისადგომ ხეობებში, სადაც სოფლები მთის მაღლობებზეა გაშენებული.დასახლებული ხეობა წინათ გამაგრებული იყო ციხე-კოშკით, რომელიც იცავდა იქაურ მოსახლეობას. საგვარეულო ქყობილების დროს ციხე იყო გვარის საიმედო თავშესაფარი, ამიტომ ხევსურეთის სოფლებს, რომლებსაც მიდმივი შუღლი და მტრობა ჰქონდათ მეზობელ თემებთან განსაკუთრებით ქისთებთან ად ლეკებთან არ შეეძლოთ უციხოდ ყოფნა. პირიქითი ხევსურეთის ციხეები საკმაოდ კარგად არის დაცული. ასევეა სოფელ ახიელის ციხე. არის ისეთი ციხეები, რომლებიც კიბურად არის დახურული, რომელსაც სიპედი ეწოდება. ეს სიპედიანი სახურავი პირამიდული ფორმისაა და ათი საფეხურისაგან შედგება. ციხის სამხრეთის კედლის ზემო სართულში ჯვარია გამოსახული. ამის მაგალითიალებაისკარის სიპედიანი ციხე, ის ხუთსართულიანია და კარგად არის ნაგები. გუროს ციხე დაზიანებულია. ამ ციხეზე მიკრულია ხევსურის მიერ მოჭრილი ქისტის მარჯვენა ხელი. ხევსურები გამოირჩევიან ხელსაქმით. აღსანიშბნავია მათმიერ მოქსოვილი წინდები.. ულამახესია მათი ტრადიციული სამოსი მაგ: სადიაცო კაბა, ხევსური მამაკაცის პერანგი, ხებვსური კალის მანდილი. საზოგადოდ ხევსურულ ნაქსოვ-ნაჭრელს ახასიათებს ჯვრების ად გეომეტრიული სახეების მრავალგვარი კომპოზიცია. ჯვარი როგორც ქრისტიანობის ემბლემა და ბოროტების დამთრგუნველი, სწორედ ამ მიხნით იკეთებსა ხევსური ჯვრებს თავის ტალავრზე.

No comments:

Post a Comment